Thursday, July 14, 2011


1.პროექტის სახელწოდება:    "ჩვენი ენა ქართული".

2.პროექტის მთავარი იდეა ანუ თემა 1–2 წინადადებით: ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის შთანერგვა.

3. პროექტის აქტუალობა:. "ენა არ გაწყენს არცერთი,
უნდა იცოდე რამდენიც,მაგრამ ეს უნდა გახსოვდეს მშობლიურია მთავარი!...

4პროექტის მიზნები:   ქართული ენის სიძველისა და სიდიადის გამოკვეთა,მშობლიური ენის სიყვარულის გაღვივება და ზრუნვა მისი სიწმინდის დაცვისათვის.

5.მონაწილეთა ასაკი:   მე–9 კლასის მოსწავლეები, 14 –15 წლის გოგო–ბიჭები.

6.ვადები,ხანგრძლივობა:   იანვრიდან 14 აპრილამდე.

7.მოსალოდნელი შედეგები:(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას):    ქართული ენისადმი სიყვარულისა დაპატივისცემის უნარის გაძლიერება,სწორად მეტყველების უნარის, კვლევა–ძიების და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარება.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:    მისასალმებელი სიტყვების, ლექსების,  ბრძნული გამონათქვამების მოძიება; უძველესი ხელნაწერებისა და ძეგლების ისტორიების მოპოვება ისტის გამოყენებით და ქართველ  მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების ამოწერა. მუსიკალური ცენტრი, მიკროფონები, ფონოგრამები, დისკები.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დავყოფ მოსწავლეებს სამ ჯგუფად; პირველი ჯგუფი იმუშავებს ქართული ენის სიძველისა და სიდიადის მასალების მოპოვებაზე; მეორე ჯგუფი –ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების ამოწერაზე;   მესამე ჯგუფი კი–მხატვრული მასალების მოძიებაზე. ჯგუფებს   ორ კვირაში ერთხელ შევხვდები და მივცემ შესაბამის რჩევებს.

14 აპრილს ქართული ენისადმი მიძღვნილ საღამოს ჩავატარებთ.

10.საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   დაკვირვება საქართველოს  ისტორიულ სინამდვილეზე, ენის განვითარების    გზებსა და საფეხურებზე,ეროვნული სასწავლო გეგმით სწორად მეტყველების,  პრეზენტაციის, კვლევა–ძიებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარება.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  იზოლდა ჭანტურაია.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  i.chanturaia2011@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი(ბლოგი):   ichanturaia.blogspot.com